ელ მობილები

ნაციონალური ენერგეტიკული სტრატეგიის შესაბამისად, “ურბან მოტორსი” 2019 წლიდან, აქტიურად ჩაერთო ელექტრომობილების პოპულარიზაციის საქმეში.

“Urban Motors” კომპანია “FAW“- ის (First automobile works) ელექტრო მანქანების და მძიმე ტექნიკის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში. FAW- ჯგუფი თავის მხრივ Wolkswagen-ის და Audi-ს ავტომობილების თანამწარმოებელია.

იგი ჩინეთში ყველაზე ძველი ცნობილი და პოპულარული საავტომობილო ბრენდია, რომელიც ხარისხით, გამძლეობით და კომფორტულობით გამოირჩევა.

საქართველოში სულ 2365 ელექტრომობილია. მათი 8 % -ს “ურბან მოტორსის” მიერ გაყიდულ ელექტრო მანქანები FAW X40 შეადგენს. FAW-ის გაყიდვები განსაკუთრებით მაღალია ე.წ. მწვანე ქვეყნებში, მათ შორის ნორვეგიაში, სადაც ამ ბრენდის პრემიუმ კლასის 500 ელექტრომობილი, Hongqi 2021 წლის ნოემბერში ჩავიდა.

ქროსოვერის, მსუბუქი და სამარშრუტო ტიპის ელექტრო მანქანები ჩვენი მთავარი ხაზია; ელექტრო სატვირთო მანქანები, რომელსაც ვთავაზობთ მომხმარებლებს კი სიახლეა ქართული ბაზრისთვის.