ზეთები და ფილტრები

ძრავა ავტომობილისთვის იგივეა, რაც ადამიანისთვის გული და შესაბამისად, ძრავის ზეთის დროულად შეცვლას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ევროპაში ძრავის ზეთს 15 000-დან 30 000 კილომეტრზე ცვლიან, საქართველოში კი ახალი ავტომობილების დილერები, საწვავის ხარისხისა და ზოგადი პირობების გამო ზეთის შეცვლას 8 000-დან 20 000 კილომეტრამდე ითხოვენ. თუ ძალიან ცოტას დადიხართ, ძრავის ზეთი ყოველ 2 წელიწადში უნდა გამოცვალოთ. ზოგადად კი, ზეთის გამოცვლა ყოველ 8 000 – 10 000 კილომეტრის გავლის შემდეგაა რეკომენდებული. ზეთი თქვენი ავტომწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით უნდა შეარჩიოთ. თუ ავტომობილის წიგნი არ გაქვთ, ინფორმაციას ინტერნეტში მოიძიებთ. სასურველია, რომ გამოიყენოთ მხოლოდ ავტომწარმოებლის მიერ რეკომენდებული ძრავის ზეთი. ასეთი რეკომენდაციები მარკისა და მოდელების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება.

ურბან მოტორის გთავაზობთ მაღალი ხარისხის ზეთებსა და ფილტრებს და მათ გამოცვლას.