საერთაშორისო პარტნიორები

„ურბან მოტორსი“ არის „KATMERCILER“ -ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში . „KATMERCILER“ მსოფლიოში აღიარებული, ევროპული სტანდარტების შესაბამისი,ზედდგმულების უმსხვილესი მწარმოებელია თურქეთში . მათი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და მრავალფეროვანი ასორტიმენტით. ისინი გვთავაზობენ სრულყოფილ საგარანტიო მომსახურებას . „KATMERCILER“ -ის ნაწარმი საქართველოში 2007 წლიდან აქტიურად იყიდება , კმაყოფილი კლიენტების რიცხვი ყოველდღიურად მატულობს . ჩვენი ერთობლივი მიზანია საქართველოს ბაზრის მაღალი დონის ტექნიკით უზრუნველყოფა.

„ATEKO“ – მუნიციპალური ტექნიკის მწარმოებელი ქარხანაა უკრაინაში. ის დაარსებულია 1960 წელს და ნოვატორია გვერდითა ჩატვირთვის სისტემის გამოგონებაში, ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში „ATEKO“ – იყო დასუფთვების და საგზაო ტექნიკის ძირითადი მწარმოებელი. ურბან მოტორსი 2012 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს ამ კომპანიასთან და ყიდის მის პროდუქციას საქართველოსა და საერთაშორისო ბაზარზე. „ATEKO“- ს პროდიქცია დაბალბიუჯეტიანია და მაქსიმალურად არის მორგებული პატარა მუნიციპალიტეტების მოთხოვნებს.

ძირითადი ხედვა

,,ურბან მოტორსი“ თანამედროვე ხედვითა და ინოვაციური მიდგომით პოზიციონირებს საქართველოს ბაზარზე 2013 წლიდან. მისი ძირითადი პროდუქტი მუნიციპალური და სამშენებლო დანიშნულების ზედდგმულები და შასებია : სახანძრო-სამაშველო , დასუფთავების, კალათების , სანიაღვრე და ასენიზაციის ტექნიკა , თვითმცლელები, ბეტონშემრევები, საწვავმზიდები , წყალმზიდები, სადისტრიბუციო მანქანები , ამწე , მანიპულატორები, წყლის ჭავლის სპეცავტომობილი, საავარიო, თოვლის საწმენდი, მობილური სერვისის, ევაკუატორი და ნებისმიერი სპეცდანიშნულების ტექნიკა ის პროდუქტებია , რომელთაც ჩვენ გთავაზობთ.

„ ურბან მოტორსი “ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პროფესიონალებით, რომლებიც ღრმად არიან ჩახედული და აქვთ მრავალწლიანი გამოცდილება ამ საქმეში. ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ კადრების პროფესიულ ზრდაზე და სიახლეების დანერგვის მიზნით მათ გადამზადებაზე. შიდა საკომუნიკაციო სისტემის გამართულობას უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომელთა მაქსიმალური ინფორმირებისა და კმაყოფილებისთვის




Localization

Facebook